ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ამბობს, რომ სისულელეა იმაზე ლაპარაკი, თითქოს ჩანაწერები წინა ხელისუფლების დროს არის გაკეთებული.
გიგი უგულავას აზრით, ლილუაშვილი დაუყონებლივ უნდა გადადგეს.
„2012-ში ციხის კადრების მერე ორი მინისტრი – ციხეებისა და თავდაცვის გადადგა. ისმის შეკითხვა – სადაა ამ ტოტალური საზიზღრობის ავტორი, ამჟამად სუსის უფროსი, მანამდე „ქართუსა“ და „ელიტა ბურჯის“ თანამშრომელი, ლილუაშვილი? ან „ქართული ოცნება“ როდემდე აპირებს სირაქლემას პოზაში ყოფნას? იმის თქმა, რომ გავრცელებული მასალა მოგონილია, „იმედის“ მაყურებლისთვისაც არადამაჯერებელია.
სულელი არავინაა ამ ქვეყანაში. მოთქმა იმაზე, რომ ნაცების გაკეთებულია – ბოდვაა – ამ მასშტაბის მოსმენებს მხოლოდ სახელმწიფო უწყება თუ შეძლებს, რომელიც ივანიშვილის აბსოლუტური კონტროლის ქვეშაა. მით უმეტეს, „ნაცების“ ეპოქის ყველა ნაგავი უკვე ბოლომდე შეზელილ – შეხმატკბილებული ჰყავს ოცნებას. რაც უფრო დიდ ხანს გააჭიანურებთ, მით მტკივნეული იქნება ფინალი. ლილუაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს. დანარჩენს ხალხი თავად იზამს, 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე“, – ამბობს გიგი უგულავა.
ცნობისთვის, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) რუსეთს ფულის სანაცვლოდ ლუგარის ლაბორატორიაზე ინფორმაციას აწვდიდა – იუწყება ტელეკომპანია „პირველი“. არხის მტკიცებით, ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფარულ მასალებშია საუბარი.