ნანა კაკაბაძე: გახარია იგივე ნარატივს ავრცელებს რასაც „ნაცმოძრაობა“, თავს ესხმის სახელმწიფო ინსტიტუტებს

ნანა კაკაბაძე: გახარია იგივე ნარატივს ავრცელებს რასაც „ნაცმოძრაობა“, თავს ესხმის სახელმწიფო ინსტიტუტებს

ეს იყო უდიდესი შეცდომა, თუ არა დანაშაული ყოფილი პრემიერის მხრიდან, რადგან სულ რამდენიმე თვის წინ თვითონ იყო ის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მუშაობაზე, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნანა კაკაბაძე ექსპრემიერის მიერ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.„მაშინ გიორგი გახარიამ უნდა გასცეს პასუხი თუ რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რადგან ამ ბიუროს დასკვნებით 10 000-მდე ადამიანია გასამართლებული. ასევე სასამართლოს გარეთ, ამ ბიუროს დასკვნებით 100 000-მდე ადამიანმა ისარგებლა. რას აკეთებდა გახარია თუკი ეს ბიურო არ იყო სანდო? გახარიამ უფრო მეტი კითხვა გააჩინა თუნდაც ერთის მხრივ პრობლემაზე, რაზეც საზოგადოებას ეჭვი უკვე გაუჩნდა - მისი დამოკიდებულება ნარკოტიკებისადმი და მეორე, უფრო მნიშვნელოვანი, რომ ის ფაქტობრივად იგივე ნარატივს ავრცელებს რასაც „ნაციონალური მოძრაობა“. თავს ესხმის სახელმწიფო ინსტიტუტებს“, - აღნიშნა კაკაბაძემ.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მის წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდებოდა. გიორგი გახარია ამბობს, რომ ევროპაში ჩააბარებს თმის ანალიზს, რომელიც ყველაზე უტყუარია.