ჩრდილოეთ კორეამ შორი მოქმედების ახალი ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ანალიტიკოსების აზრით, ეს შესაძლოა ჩრდილოეთ კორეის პირველი იარაღი იყოს, რომელსაც ბირთვული ქობინით აღჭურვის შესაძლებლობა აქვს.
გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტამ სამიზნემდე მისაღწევად 1 500 კილომეტრის მანძილი დაფარა, რის შემდეგაც ის ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში ჩავარდა.
ოფიციალური ფხენიანი აცხადებს, რომ რაკეტა უდიდესი მნიშვნელობის მქონე სტრატეგიული იარაღია.