ტანზანიის პრეზიდენტმა სამია სულუჰუმ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელად სტერგომენა ტაქსი დანიშნა. ის პირველი ქალია, რომელიც ქვეყნის თავდაცვის უწყებას ჩაუდგა სათავეში, - ამის შესახებ BBC წერს.
ტანზანიის წინა თავდაცვის მინისტრი, ელიას კვანდიკვა აგვისტოში გარდაიცვალა.
გარდა ტაქსისა, ქვეყნის პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტის კიდევ სამი ახალი წევრი და გენერალური პროკურორი დანიშნა.
მან თანამდებობიდან გაათავისუფლა კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მინისტრები და ამ თანამდებობებზე ჯენუარი მაკამბა, ლეონარდ ჩამურიჰო და მედარდ კალემანი დანიშნა. გენპროკურორის თანამდებობაზე კი, ადელარდუს კილანგი მოსამართლე ელიზერ ფელეშით შეცვალა.