ევროკავშირმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 2022 წლის 15 მარტამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.
შემზღუდავი ზომები უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხელყოფაზე პასუხისმგებელი პირებისათვის სამოგზაურო შეზღუდვებს, ანგარიშების გაყინვასა და ეკონომიკური საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებს.
აღნიშნულ სასანქციო სიაში 177 ფიზიკური პირი და 48 კომპანიაა შეყვანილი.