ჩინეთმა ავღანეთს 31 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება, მათ შორის საკვების მარაგი და ვაქცინები გამოუყო

ჩინეთმა ავღანეთს 31 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება, მათ შორის საკვების მარაგი და ვაქცინები გამოუყო

ჩინეთმა ავღანეთს 31 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება, მათ შორის საკვების მარაგი და ვაქცინები გამოუყო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

ჩინეთის მთავრობა აცხადებს, რომ ახალი, დროებითი მთავრობის შექმნა აუცილებელი ნაბიჯია ავღანეთში წესრიგის აღდგენისათვის.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ განაცხადა, რომ ავღანეთს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 3 მილიონ დოზას მიაწვდიან.

„ის, რაც აშშ-მა ავღანეთში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში გააკეთა, სახელმძღვანელო მაგალითია, რომელიც გვიჩვენებს უაზრო სამხედრო ჩარევის შედეგებსა და სხვებზე საკუთარი იდეოლოგიისა და ღირებულებების თავზე მოხვევის მცდელობას“, - განაცხადეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.