რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ აშშ-სა და გაეროს მოუწოდებს, ე.წ. შავი სიიდან ავღანეთის ახალი მთავრობის ზოგიერთი წევრი ამოიღოს.
„პენტაგონის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისლამური საამიროს მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი წევრი ან გარდაცვლილი ჰაკანი საჰიბას ოჯახის წევრები აშშ-ის „შავ სიაში“ იმყოფებიან და კვლავ არიან აშშ-ის ხელისუფლების სამიზნეები. მივიჩნევთ, რომ ასეთი პოლიტიკა დოჰის ხელშეკრულების დარღვევაა. იგი არ პასუხობს აშშ-ისა და ავღანეთის ინტერესებს“, - ნათქვამია „თალიბანის“ განცხადებაში.
„თალიბანში“ აცხადებენ, რომ დოჰის ხელშეკრულება „საამიროს ყველა წარმომადგენლის აშშ-ისა და გაეროს „შავი სიებიდან“ ამოღებას ითვალისწინებს“.7 აგვისტოს რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის დროებითი მთავრობის შემადგენლობა გამოაცხადა. „თალიბანის“ ოფიციალური წარმომადგენლის, ზაბიჰულა მუჯაჰიდის განცხადებით, დროებით მთავრობას მოლა ჰასან ახუნდი უხელმძღვანელებს. მოლა აბდულ ღანი ბარადარი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ახუნდის მოადგილედ დაინიშნა. გარდა ამისა, „თალიბანმა“ ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრად სირაჯუდინ ჰაკანი დანიშნა, რომელიც აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ არის ძებნილი.