მსოფლიომ ხელი უნდა შეუშალოს ირანს ბირთვული შესაძლებლობების მოპოვებაში, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაირ ლაპიდმა სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს.
„ირანისთვის განკუთვნილი მესიჯი ხმამაღალი და მკაფიო უნდა იყოს. ირანის ბირთვული იარაღისკენ სვლა მხოლოდ ისრაელის პრობლემა არ არის, ეს პრობლემა მთელი მსოფლიოსთვის არის. მსოფლიომ ხელი უნდა შეუშალოს ირანს ბირთვული შესაძლებლობების მოპოვებაში. თუ მსოფლიო ამას არ გააკეთებს, ისრაელი მოქმედების უფლებას იტოვებს. ისრაელი არ დაუშვებს, რომ ირანი ბირთვული სახელმწიფო გახდეს“, - აღნიშნა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.