თალიბები ფანჯშირში მშვიდობიან მოსახლეობას დანაღმული მინდვრების განაღმვისთვის იყენებენ

თალიბები ფანჯშირში მშვიდობიან მოსახლეობას დანაღმული მინდვრების განაღმვისთვის იყენებენ

რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ წევრები ფანჯშირის პროვინციაში მშვიდობიან მოსახლეობას დანაღმული მინდვრების განაღმვისთვის იყენებენ. ამის შესახებ Twitter-ზე ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი ამრულა სალეჰი წერს.

მისივე თქმით, თალიბები აიძულებენ კაცებს, დანაღმულ მინდვრებზე იარონ და დამალული ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინონ. მისივე თქმით, „თალიბანმა“ ფანჯშირში ჰუმანიტარული ტვირთების გატარება შეაჩერეს, გამორთეს ელექტროენერგია და ტელეკომუნიკაციები. პროვინციაში შესვლა მხოლოდ მცირე ოდენობის ნაღდი ფულის მქონე ადამიანებს შეუძლიათ.

30 აგვისტოს აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის დასრულება გამოაცხადა. 15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა. „თალიბანი“ ავღანეთს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს.