რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ თანადამფუძნებელი და პოლიტიკური ოფისის ხელმძღვანელი, მოლა ბარადარი ავღანეთის ახალ მთავრობას უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი „თალიბანში“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„თალიბანი“ ავღანეთის ახალი მთავრობის შემადგენლობას დღეს გამოაცხადებს.
1-ელ სექტემბერს ინფორმაცია გავრცელდა, რომ „თალიბანის“ ლიდერი, ჰაიბათულა ახუნძადა ახალი მთავრობის ლიდერი იქნება.
30 აგვისტოს აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის დასრულება გამოაცხადა. 15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა. „თალიბანი“ ავღანეთს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს.