"ეს არის ძალიან ცუდი ამბავი... მსოფლიოს 40-დღიანი კარანტინი სჭირდება" - რას წერს გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ?

გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ, რომელიც სამხრეთ აფრიკიდან გავრცელდა, ინფორმაციას ავრცელებს.

"C.1.2 ახალი ვარიანტი სამხრეთ აფრიკიდან! დავიღალე რა… ეს არის ძალიან ცუდი ამბავი... ძალიან… ესაა მიზეზი, თუ რატომ ვიყავი ეს 2 დღე ძალიან ცუდ ხასიათზე… 2-3 კვირაში დამატებითი ინფორმაცია გვექნება, მაგრამ უკვე 10-მდე ქვეყანაში გავრცელდა ეს ვერაგი ვარიანტი. მსოფლიოს 40-დღიანი კარანტინი სჭირდება… მაგრამ…

სანამ "ფაიზერი" არის ქვეყანაში, აიცერით და ყველა, ვინც აიცრა დაბალეფექტური ვაქცინით, მე-2 დოზიდან 3-5 თვეში "ფაიზერის" მე-3 დოზა უნდა იქნას შეთავაზებული და "ფაიზერის" მე-2 დოზიდან 6-8 თვეში კი - მე-3 დოზა!", - წერს ფხაკაძე.