იემენის სამხედრო ბაზაზე თავდასხმას 30 ჯარისკაცი ემსხვერპლა, 60-მდე კი დაშავდა.
ლაჰიჯის პროვინციაში მდებარე ალ-ანადის სამხედრო ბაზაზე, სადაც საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედი კოალიციის ჯარისკაცები იმყოფებოდნენ, „ჰუსიტმა“ამბოხებულებმა უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით მიიტანეს იერიში.
საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილი იემენის სამთავრობო ძალები და ამბოხებული „ჰუსიტები“ ერთმანეთს 2015 წლიდან ებრძვიან. ქვეყნის დედაქალაქ სანაას ამ დრომდე ამბოხებულები აკონტროლებენ.