ივლისის ბოლოდან დღემდე ავღანეთიდან 120 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, - ამის შესახებ თეთრი სახლი იტყობინება.
ბაიდენის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირეებმა ავღანეთიდან 2 900 ადამიანი გაიყვანეს. ევაკუაციის პროცესს შეერთებული შტატები 31 აგვისტოს დაასრულებს. ამ დღეს დატოვებს ავღანეთს ბოლო ამერიკელი ჯარისკაციც.