ინგრედიენტები
200 გრამი ქამა სოკო
100 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი
1 თავი ხახვი
100 გრამი მაიონეზი
2 ცალი სტაფილო
50 გრამი ზეთი
ოხრახუში და კამა
მომზადება
სოკო დავჭრათ ნაჭრებად და შევწვათ ზეთში. ხორცი დავჭრათ ღერებად, ხახვი ნახევარ რგოლებად, სტაფილო ღერებად.
მომზადებული პროდუქტები სასალათეში ჩავაწყოთ ფენებად ( თითოეულ ფენას წავუსვათ მაიონეზი) და მოვრთოთ მწვანილით.
გემრიელად მიირთვით!