ჯო ბაიდენი: ტერორისტები ვერ შეგვაჩერებენ - ჩვენ გავაგრძელებთ

ჯო ბაიდენი: ტერორისტები ვერ შეგვაჩერებენ - ჩვენ გავაგრძელებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ქაბულის აეროპორტთან მომხდარი თავდასხმა ავღანეთიდან ამერიკის მოქალაქეებისა და ავღანელი სამოქალაქო პირების ევაკუაციის მისიას არ შეაჩერებს.

„ტერორისტები ვერ შეგვაჩერებენ. არ მივცემთ მათ უფლებას ჩვენი მისია შეაჩერონ. ჩვენ გავაგრძელებთ ევაკუაციას“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენის თქმით, მან სამხედრო მეთაურებს ბრძანება გასცა, ოპერატიული გეგმები შეიმუშაონ „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანური ფილიალის ხელმძღვანელობისა და ობიექტების წინააღმდეგ.

მისი თქმით, იგი მტკიცედ უჭერს მხარს ავღანეთიდან გასვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.

„არასდროს მიფიქრია, რომ ჩვენ უნდა გავწიროთ ამერიკელების სიცოცხლე ავღანეთში დემოკრატიული მთავრობის დასამყარებლად - ქვეყანა, რომელიც თავისი ისტორიის მანძილზე არასდროს ყოფილა ერთიანი ქვეყანა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ქაბულის აეროპორტთან მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 72-მდე გაიზარდა. ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტს 12 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, ხოლო 15 - დაჭრილია.

 

 

Ninja ვაი, შენ პატრონს,, უკვე 13 ამერიკელი დაიღუპა და საერთო ჯამში მსხვერპლი 90 კაცია, მათ შორის ქალები და ბავშვებიც.
3 წლის უკან