რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთის სამართავად 12-კაციანი საბჭოს შექმნას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა Foreign Policy წერს.
გამოცემის ინფორმაციით, საბჭოს შემადგენლობაში ყველაზე გავლენიანები „თალიბანის“ პოლიტიკური ფრთის ლიდერი აბდულ ღანი ბარადარი, მოძრაობის დამფუძნებლის შვილი ომარა მუჰამედ იაკუბი და ტერორისტული დაჯგუფება „ჰაქანის ქსელის“ წევრი ჰალილ ალ-რაჰმან ჰაქანი.
„თალიბებს არ სურთ ქვეყანაში პრეზიდენტის ან სხვა ერთპიროვნული ლიდერის თანამდებობის აღდგენა, თუმცა მზად არიან, წინა მთავრობის რამდენიმე წევრს მინისტრების თანამდებობები შესთავაზონ, რათა „მაქსიმალურად ინკლუზიურები“ გამოჩნდნენ“, - აცხადებენ გამოცემის წყაროები.
გარდა ამისა, „თალიბანის“ მეთაურებს სურთ, მმართველი საბჭოს შემადგენლობაში ცნობილი ავღანელი საველე მეთაურის, აჰმად-შაჰ მასუდის შვილის, აჰმად მასუდის ხილვა, რომელიც ფანჯშირის პროვინციაში ამ დრომდე თალიბებს ებრძვის.
15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა. „თალიბანი“ ავღანეთს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს. სამოქალაქო ავიამიმოსვლა „თალიბანთან“ შეწყვეტილია, ფრენებს მხოლოდ სამხედრო თვითმფრინავები ახორციელებენ, რომლებითაც მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება.