აშშ-ის თავდაცვის მდივანი: არავინ ელოდა, რომ ავღანეთის მთავრობა 11 დღეში დაეცემოდა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი: არავინ ელოდა, რომ ავღანეთის მთავრობა 11 დღეში დაეცემოდა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ავღანეთის მთავრობის 11 დღეში დაცემას არავინ ელოდა.

„ძალიან რთული იყო ზუსტი პროგნოზირება. ყველაფერი ეს დაახლოებით 11 დღის განმავლობაში მოხდა. არავინ ელოდა, რომ ავღანეთის მთავრობა 11 დღეში დაეცემოდა“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

ლოიდ ოსტინის თქმით, შეფასებები, რომელსაც ის თალიბების მიერ ქაბულის აღებამდე გაეცნო, ავღანეთის მთავრობის დაცემას რამდენიმე თვეში ან ერთ-ორ წელიწადში ითვალისწინებდა.

19 აგვისტოს აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ ავღანეთის ჯარი და მთავრობა 11 დღეში დაიშლებოდა.

15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.

1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.