ერდოღანი: ევროპამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ავღანეთიდან გაქცეულ ადამიანებზე - თურქეთი არ აპირებს ევროპისთვის მიგრანტების საცავი გახდეს

ერდოღანი: ევროპამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ავღანეთიდან გაქცეულ ადამიანებზე - თურქეთი არ აპირებს ევროპისთვის მიგრანტების საცავი გახდეს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ევროპულ ქვეყნებს მოუწოდებს, პასუხისმგებლობა აიღონ ავღანეთიდან მომავალ მიგრანტებზე.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი არ აპირებს ევროპისთვის მიგრანტების საცავი გახდეს.

თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ავღანეთიდან გაქცეულ ადამიანებზე. მისი თქმით, ანკარამ ზომები მიიღო ირანთან საზღვრის გასწვრივ, რომელიც თურქეთის მიმართულებით ავღანელი მიგრანტების მთავარი მარშრუტია.

მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთს შეუძლია მოლაპარაკებებში ჩაერთოს „თალიბანის“ მიერ შექმნილ ახალ მთავრობასთან საერთო დღის წესრიგის განსახილველად.

15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.

1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.