მედიის ცნობით, ავღანეთიდან ამ დრომდე ევაკუირებულია 18 000 ადამიანი, - ამის შესახებ სააგენტო reuters-ს ნატო-ს ოფიციალურმა პირმა განუცხადა.
მიუხედავად ამისა, აეროპორტის მისადგომებთან კვლავ ხალხმრავლობაა. ავღანელების ნაწილს სურს, დროულად დატოვოს ქვეყანა და თალიბანის მმართველობას დააღწიოს თავი.
15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.
1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.