ინგრედიენტები
1 ცალი დიდი ბადრიჯანი
ზეითუნის ზეთი
მარილი
ახლად დაფქული შავი პილპილი
3 ცალი დიდი პომიდორი
2 კბილი დაკეპილი ნიორი
დაჭრილი რეჰანი
170 გრამი დაფშვნილი ფეტა
მომზადება
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180 C-ზე. ბადრიჯანი გარეცხეთ და გაამშრალეთ. ბადრიჯანი სიგრძეზე თხელ ნაჭრებად დაჭერით, მაგრამ ბოლომდე არ ჩაჭრათ (თითოეული ნაჭერი მიმაგრებული უნდა იყოს ყუნწზე). ბადრიჯნის ყველა ნაჭერი ორივე მხრიდან მარილით კარგად შეაზავეთ. ლანგარზე ქაღალდის ხელსახოცები დააფინეთ და დამარილებული ბადრიჯანი მოათავსეთ. ლანგარი დახრილ მდგომარეობაში მოათავსეთ. ამ გზით ბადრიჯნიდან გამოსული სითხე ლანგრის ბოლოში დაგროვდება. დატოვეთ ბადრიჯანი ასე 30 წუთიდან 1 საათამდე. შემდეგ გაავლეთ ცივი წყლის ქვეშ.
თითოეული ნაჭერი ზეითუნის ზეთით, მარილითა და პილპილით შეაზავეთ. საცობ ლანგარზე დააფინეთ პერგამენტი და ბადრიჯანი მარაოსავით გაშალეთ. თითოეულ ნაჭერზე რამდენიმე ცალი რგოლებად დაჭრილი პომიდორი დადეთ, მოაყარეთ დაკეპილი ნიორი და რეჰანი. მოასხურეთ ზეითუნის ზეთი.
აცხვეთ 45 წუთით. თუ საცხობ ლანგარზე წვენი დაგროვდება მაშინ კიდევ 15 წუთით აცხვეთ. ცხობის დრო ბადრიჯნის ზომაზეა დამოკიდებული.
როცა გამოცხვება მოაყარეთ დაფშვნილი ფეტა და მიირთვით თბილი.