კახა კალაძე: ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შანსი აქვს, „ქართული ოცნებაა“

კახა კალაძე: ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შანსი აქვს, „ქართული ოცნებაა“

ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შანსი აქვს, „ქართული ოცნებაა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა

„პირდაპირ ვიტყვი ახლა, რომ ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნები გამარჯვების შანსი აქვს, ეს არის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გადაწყვეტს, თუ რომელი კონკრეტული პოლიტიკური პარტია თუ პოლიტიკური პარტიები ან პოლიტიკოსები უნდა იხილოს ადგილობრივ საკრებულოებში და მერების მიმართულებით. ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.