მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილზე: არავითარი სინანული იმაზე, რაც დაატრიალეს ქვეყანაში, ამ ხალხს არ აქვს

მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილზე: არავითარი სინანული იმაზე, რაც დაატრიალეს ქვეყანაში, ამ ხალხს არ აქვს

არავითარი სინანული იმაზე, რაც დაატრიალეს ქვეყანაში, ამ ხალხს არ აქვს, მათ შორის არც გირგვლიანის შემთხვევასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის შეფასებას გამოეხმაურა.

„არავითარი სინანული იმაზე, რაც დაატრიალეს ქვეყანაში, ამ ხალხს არ აქვს, მათ შორის არც გირგვლიანის შემთხვევასთან დაკავშირებით. ერთადერთი, რასაც განიცდიან, ეს არის ის, რომ უბრალოდ ინფორმაცია ვერ დამალეს. ამაზე მიუთითებს სააკაშვილის ეს განცხადებაც. ის თვლის, რომ ეს იყო ყოფით ნიადაგზე მომხდარი ტრივიალური შემთხვევა. „ნაციონალურ მოძრაობას“ მკვლელობებისთვის, სადიზმისთვის, ადამიანის უფლებების არაფრად ჩაგდებისთვის არათუ სინანულის განცდა არ აქვთ, არამედ, ღმერთმა არ ქნას, მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში ისევ იგივე მიდგომებით მოქმედებას აპირებენ“, - აცხადებს სარჯველაძე.

„მთავარი არხის“ ეთერში საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სანდრო გირგვლიანის მკვლელობას ყოფით ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული უწოდა.