პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებზე პირველ ადგილზე რომ „ქართული ოცნება“ გავა, ეს ფაქტია და ამას დიდი მარჩიელობა არ სჭირდება.
„46 პროცენტს აიღებს თუ 43-ს, არ ვიცი, ეს ჩემი მხრიდან მკითხაობა იქნება და არ მინდა ლელა კაკულიას შევეცილო თავის როლში. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევა და შედეგი არის არჩევნები. მთავარია, რომ არჩევნები ჩატარდეს ნორმალურად“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
„ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებს პირველივე ტურში იგებს, პარტიების შორის ხმების გადანაწილება კი აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ 46%-ზე მეტი აქვს. ამავე კვლევის თანახმად, დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობას მმართველი პარტიის კანდიდატები დააკომპლექტებენ.