ირაკლი ზარქუა: ირაკლი ღარიბაშვილის მნიშვნელოვანი დამსახურება იყო, რომ მაქსიმალური აქცენტი გაკეთებულიყო ბიზნესის ხელშეწყობაზე

ირაკლი ზარქუა: ირაკლი ღარიბაშვილის მნიშვნელოვანი დამსახურება იყო, რომ მაქსიმალური აქცენტი გაკეთებულიყო ბიზნესის ხელშეწყობაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის მნიშვნელოვანი დამსახურება იყო, რომ მაქსიმალური აქცენტი გაკეთებულიყო ბიზნესის ხელშეწყობაზე, რათა მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს.

„აპრილში 45%-იანმა ზრდამ, მაისში 25%-იანმა ზრდა, ივნისის მაჩვენებლებმა მოგვცა შესაძლებლობა, არა მხოლოდ ბიუჯეტი გაგვეზარდა ციფრებში, არამედ ეს გადაგვენაწილებინა საზოგადოებაში. ეს რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკაა, არა მხოლოდ ციფრებით ჩანს. რამდენიმე დღის წინ Fitch-მა პოზიტიური ტრენდი დააფიქსირა“, - აცხადებს ირაკლი ზარქუა.