გერმანია აღარ გამოუყოფს ავღანეთს ფინანსურ დახმარებას, თუ ქვეყანა რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ კონტროლის ქვეშ აღმოჩნდება. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა განაცხადა.
„ყოველწლიურად ავღანეთს 430 მილიონი ევროთი ვეხმარებით. თუ „თალიბანი“ ქვეყნის მთელ ტერიტორიას დაიკავებს, შარიათის კანონს აამოქმედებს, ქვეყანა ჩვენგან ფულს აღარ მიიღებს“, - განაცხადა მაასმა.
მისივე თქმით, „თალიბანმა“ ძალიან კარგად იცის, რომ საერთაშორისო დახმარების გარეშე ავღანეთი ვეღარ იარსებებს.
რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთის ტერიტორიის 65%-ს აკონტროლებს. „თალიბანმა“ ბადახშანის პროვინციის დედაქალაქ ფაიზაბადზე კონტროლი დაამყარა. ეს რიგით მე-9 პროვინციის ცენტრია, რომელსაც „თალიბანი“ აკონტროლებს.
დაახლოებით 400 000 ავღანელს იძულებით გადაადგილება მოუწია ბოლო თვეების განმავლობაში და ბოლო 10 დღის განმავლობაში, ასევე გაიზარდა ირანში გაქცეული ადამიანების რიცხვი.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას არ ნანობს. აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, „თალიბანი“ ქაბულის აღებას, სავარაუდოდ, 90 დღეში შეძლებს.
არ მოელოდით, არა?
და რას ემსახურებოდა ამდენი წელი ამერიკის და მისი მოკავშირეების (მათ შორის, ჩვენი) ჯარების ყოფნა ამ ქვეყანაში?
ამდენი დაღუპული!..
ამდენი დასახიჩრებული!..
ამდენი მილიარდი დოლარი - აფეთქებული და ქარს გატანებული!..
რატომ?
რისთვის?
ეს არის ის ჭკვიანი ხალხი, წარამარა ჩვენი ყურების ასაწევად რომ გაურბით ხელი - ასე მოიქეცით და ისე მოიქეცითო?!
მიდით, რა, ჯერ საკუთარ უმანკო მამიდებს მიხედეთ!