მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილზე: მისი ეს თუნდაც პარტიული, ან თუნდაც პარტიული ტელევიზიებისთვის მოწოდება ძალიან ჰგავს იმ სინდრომს, რაც იყო „ორი ტრუპის“ სინდრომი

მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილზე: მისი ეს თუნდაც პარტიული, ან თუნდაც პარტიული ტელევიზიებისთვის მოწოდება ძალიან ჰგავს იმ სინდრომს, რაც იყო „ორი ტრუპის“ სინდრომი

არავის გასჩენია ეჭვი რეალურად იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სწორედ მისი ბოროტი „შემოქმედებაა“, ისეთი, როგორსაც მაგალითად 9 წლის განმავლობაში ახორციელდება, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის Facebook-სტატუსს, რომელიც მან მოგვიანებით წაშალა.

მისი თქმით, სააკაშვილის ეს თუნდაც პარტიული, ან თუნდაც პარტიული ტელევიზიებისთვის მოწოდება ძალიან ჰგავს იმ სინდრომს, რაც იყო „ორი ტრუპის“ სინდრომი.

„არავის გასჩენია ეჭვი რეალურად იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სწორედ მისი ბოროტი „შემოქმედებაა“, ისეთი, როგორსაც მაგალითად 9 წლის განმავლობაში ახორციელდება, როდესაც აბსოლუტურად დასაშვებად მიიჩნევდა, რომ ხელოვნურადაც შეექმნა ტრაგიკული, დრამატული ამბები და შესაბამისად, შემდეგ გამოეყენებინა. ამ თვალსაზრისით, სხვათაშორის, მისი ეს თუნდაც პარტიული, ან თუნდაც პარტიული ტელევიზიებისთვის მოწოდება ძალიან ჰგავს იმ სინდრომს, რაც იყო „ორი ტრუპის“ სინდრომი.

მიხეილ სააკაშვილმა, სავარაუდოდ, მხარდამჭერების დახურული ჯგუფისთვის განკუთვნილი სტატუსი საჯაროდ გამოაქვეყნა, შემდეგ წაშალა .როგორც სტატუსში ეწერა კორონავრუსისგან გამოწვეული ტრაგედია „ქართულ ოცნებას“ უნდა დაბრალდეს, ასევე იყო მითითება, რომ საჭიროა მძლავრი კამპანია ,შემდეგ სტილში „ივანიშვილი გკლავს“

„როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ ეს ტრაგედია, რაც საქართველოში ხდება, ივანიშვილს და ქოცებს დამსახურებულად შეეტენოთ, რადგან რეალურად ეს მათი ბრალია. ეს იქნება საბოლოო და შეუვალი განაჩენი, 15 000 ადამიანი დაგვეღუპა აფხაზეთში, აქ თვეში 1000 კაცზე და მეტზე გავალთ. მოკლედ, მძლავრი კამპანია გვჭირდება ,,ივანიშვილი გკლავს“ ეგეთ სტილში“, - დაწერა სააკაშვილმა.