მამუკა მდინარაძე: რამდენი კანდიდატიც არ უნდა დააყენონ, თბილისში კახი კალაძესთან შანსი არც ერთს არა აქვს, მათ შორის ნიკა მელიას

მამუკა მდინარაძე: რამდენი კანდიდატიც არ უნდა დააყენონ, თბილისში კახი კალაძესთან შანსი არც ერთს არა აქვს, მათ შორის ნიკა მელიას

რამდენი კანდიდატიც არ უნდა დააყენონ და ვნახეთ, რომ ჯერჯერობით ვერ ახერხებენ, თბილისში კახი კალაძესთან შანსი არც ერთს არა აქვს, მათ შორის ნიკა მელიას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, ოპოზიციამ ვინც არ უნდა დაასახელოს, მმართველი პარტიის რეიტინგები ყველაფერზე მეტყველებს.

„ეს რეიტინგები მათაც აქვთ, მაგრამ ამოყირავებულად აჩვენებენ საზოგადოებას და აქაც ფეიკის იმედი აქვთ. დღეს „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არა აქვს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.