ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო თანამდებობიდან გადადგა.
3 აგვისტოს ნიუ-იორკის შტატის გენერალურმა პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა განაცხადა, რომ ხუთთვიანი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო სექსუალურად ავიწროებდა ქალებს და ფედერალურ და შტატის კანონებს არღვევდა.
გამომძიებლებმა 179 ადამიანი გამოკითხეს, მათ შორის მომჩივნები და ნიუ-იორკის შტატის აღმასრულებელი ხელისუფლების ამჟამინდელი და ყოფილი წევრები.
ენდრიუ კუომომ სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდებები უარყო.
4 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორს, ენდრიუ კუომოს გადადგომისკენ მოუწოდა.