ინგრედიენტები
600 გრამი ხორცის ფარში
2 შეკვრა ბეკონი
სურვილისამებრ ყველი
ისპანახის ნორჩი ფოთლები
პურის გული
რძე
მომზადება
სამზარეულოს ქაღალდზე დავალაგოთ ბეკონის ნაჭრები სიგრძისებრად ოდნავ გადაბმებით.
შემდეგ ფარში (შეაზავეთ თქვენი გემოვნებით, მე გამოვიყენე მხოლოდ მარილი, წიწაკა და რძეში დამბალი და გაწურული პურის გული) უნდა გადავანაწილოთ ბეკონის მასაზე, დავალაგოთ ისპანახის ფოთლები და ყველი (სულგუნი, გაუდა ან მოცარელა).
ეს ყველაფერი უნდა გადავახვიოთ რულეტის ფორმით და გამოვაცხოთ 160 გრადუსზე, დაახლოვებით 30-40წთ. შემდეგ წავუსვათ წინასწარ გამზადებული ზემოდან წასასმელი დაბლენდერებული ან დანაყილი ერთგვაროვანი მასა და ტაფაზე ოთხკუთხედებად დაჭრილი და მობრაწული კარტოფილი. (შევაბრუნოთ ღუმელში კიდევ 10 წთ.)