ვარენიკი კარტოფილითა და ყველით

ვარენიკი კარტოფილითა და ყველით

ინგრედიენტები

ვარენიკის ცომი

10   ცალი საშუალო კარტოფილი

3/4  ს/კ მარილი

 3/4 ჭიქა გახეხილი მოცარელა

120   გრამი კრემ–ყველი

3   ს/კ გამდნარი კარაქი

მომზადებ

კარტოფილი გათალეთ, გარეცხეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით.

გადაიტანეთ საშუალო ქვაბში, წყლით დაფარეთ და ¾ ს/კ მარილი დაუმატეთ.

აადუღეთ და ხარშეთ 15 წუთით კარტოფილის დარბილებამდე.

გადმოდგით გაზქურიდან, გადაწურეთ და 5 წუთით გააგრილეთ. ჩაზილეთ და დაუმატეთ 3 ს/კ გამდნარი კარაქი, შემდეგ კრემ–ყველი (ოთახის ტემპერატურის), წვრილად გახეხილი მოცარელა და კარგად ჩაზილეთ.

წინასწარ გამზადებული ცომი 4 ნაწილად დაყავით და თითოეული ფქვილმოყრილ ზედაპირზე 3 მმ სისქეზე გააბრტყელეთ. ჭიქით წრეები გამოჭერით და კოვზით კარტოფილისა და ყველის შიგთავსი გადაიტანეთ. ვარენიკები კარგად შეკარით.

დიდ ქვაბში აადუღეთ წყალი და დაუმატეთ 1 ს/კ მარილი. მდუღარე წყალში ჩაყარეთ ვარენიკები და ხარშეთ წყლის ზედაპირზე ამოტივტივებამდე. რამდენჯერმე კარგად ამოურიეთ, რომ ქვაბის ძირს არ მიეკრას. გემრიელად მიირთვით.