ბრინჯი იაპონურად

ბრინჯი იაპონურად

ინგრედიენტები

1   ჭიქა უმი ბრინჯი

1   ჭიქა ბარდა

2   ს/კ წვრილად დაჭრილი სტაფილო

2   ცალი ათქვეფილი კვერცხი

1/2  ჭიქა დაჭრილი ხახვი

1 1/2  ს/კ კარაქი

2   ს/კ სოიოს სოუსი

მარილი და პილპილი

მომზადებ

2 ჭიქა წყალი ქვაბში აადუღეთ. ჩაყარეთ ბრინჯი და ცოტაოდენი მარილი. დააფარეთ თავსახური და ადუღეთ დაბალ ტემპერატურაზე 20 წუთით.

ბრინჯი დიდ თასზე გადაიტანეთ და მაცივარში გააცივეთ.

საშუალო ტემპერატურაზე პატარა ტაფაზე შეწვით ერბო კვერცხი.

წვისას კვერცხი პატარ–პარატა ლუკმებად დააქუცმაცეთ.

როცა ბრინჯი ოთახის ტემპერატურამდე გაგრილდება – ბარდა, წვრილად დაჭრილი სტაფილო, დაქუცმცებული ერბო კვერცხი და დაჭრილი ხახვი თასში მოათავსეთ და ფრთხილად ამოურიეთ.

კარაქი საშუალო ტემპერატურაზე დიდ ტაფაზე გაადნეთ.

როცა კარაქი გადნება ბრინჯი და დანარჩენი ინგრედიენტებიც ტაფაზე გადაიტანეთ. დაუმატეთ სოიოს სოუსი და შეაზავეთ მარილითა და პილპილით.

წვით 6–8 წუთით, ხშირ–ხშირად მოურიეთ. გემრიელად მიირთვით!