აშშ-ში ვიზიტით მყოფი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ მხარეებმა ბელარუსში არსებული ვითარება და რეჟიმის მხრიდან ოპონენტების დევნა და რეპრესიები განიხილეს.
„სვეტლანა ტიხანოვსკაია ბელარუსში ოპოზიციური მოძრაობის წინა ხაზზე დგას. განვაგრძობთ ჩვენს ძალისხმევას, რომელიც ბელარუსი ხალხის მხარდაჭერაზეა მიმართული“, - განაცხადა ნედ პრაისმა.
თავის მხრივ, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ აშშ-ს მოუწოდა, ბელარუსის დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისთვის დახმარების პაკეტი მიიღოს. გარდა ამისა, მან ოფიციალურ ვაშინგტონს ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოების დახმარების გაფართოება სთხოვა.