შემწვარი ღორის ხორცი სოუსით

შემწვარი ღორის ხორცი სოუსით

ინგრედიენტები

1   ს/კ მცენარეული ზეთი

4   ცალი უძვლო ღორის ხორცის ნაჭერი

1   კბილი დაკეპილი ნიორი

1/4  ჭიქა საქონლის ხორცის ბულიონი

1/4  ჭიქა სოიოს სოუსი

2   ს/კ ყავისფერი შაქარი

2   ჩ/კ მცენარეული ზეთი

1/4  ჩ/კ წითელი წიწაკის ფანტელი

2   ჩ/კ სიმინდის ფქვილი

2   ს/კ წყალი

მომზადებ

საშუალო ტემპერატურაზე ტაფაზე გააცხელეთ 1 ს/კ ზეთი. ღორის ხორცის ნაჭრები (2 სმ სისქის) წვით ზეთში, თითოეულ მხარეს 5 წუთით. ხორცი თეფშებზე გადმოიღეთ, ზეთი კი ტაფაზე დატოვეთ.

ამავე ტაფაზე მოათავსეთ ნიორი და თუშეთ 1 წუთით. თასში აურიეთ საქონლის ხორცის ბულიონი, სოიოს სოუსი, ყავისფერი შაქარი, 2 ჩ/კ მცენარეული ზეთი და წითელი წიწაკის ფანტელი. ურიეთ, შაქრის გადნობამდე. ხორცი ხელახლა დააწყვეთ ტაფაზე და ზემოდან მოასხით სოიოს სოუსის ნაზავი. წამოადუღეთ, დააფარეთ ტაფას და შეამცირეთ ტემპერატურა. ადუღეთ დაბალ ტემპერატურაზე, სანამ ხორცი არ დარბილდება, 30–35 წუთით. ხარშვისას გადააბრუნეთ.

ხორცი თეფშზე გადმოიღეთ. პატარა ქვაბში სიმინდის ფქვილი და წყალი კარგად აურიეთ. მიღებული ნაზავი შეურიეთ სოუსს ტაფაში და ადუღეთ გასქელებამდე, დაახლოებით 5 წუთით. მოასხით სოუსი ხორცს და გემრიელად მიირთვით!