ინდოეთში, მუმბაის ორ დასახლებაში, ძლიერი წვიმით გამოწვეულმა მეწყერმა რამდენიმე სახლი დაანგრია. შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ Reuters- წერს.
ოფიციალური უწყებები არ გამორიცხავენ, მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს, რადგან სამძებრო-სამაშველო სამუშაო ამ დრომდე გრძელდება. არიან დაშავებულებიც.
ძლიერი წვიმის შედეგად, დატბორილია ქალაქის რამდენიმე უბანი, შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლა.