რუსეთში, მცირე ზომის თვითმფრინავი, An-28, რომელიც ციმბირში, ტომსკის ოლქში რეგიონულ რეისს ასრულებდა და რადარებიდან გაქრა, იპოვეს. ყველა, 18-ვე მგზავრი ცოცხალია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ერთ პილოტს ფეხი აქვს მოტეხილი. მისი კოლეგა ჰყვება, თვითმფრინავის ავარიულად დაშვება მოუწიათ, რადგან ორივე ძრავი გაითიშა.
რუსეთში, განსაკუთრებით კი, შორეულ რეგიონებში, ავიაკატასტროფები იშვიათი არაა. მიზეზი ძველი თვითმფრინავებია.
ტომსკის ოლქში, მცირე ზომის თვითმფრინავი, „ანტონოვ-28“ 2012 წელსაც ჩამოვარდა. შემთხვევას 10 ადამიანი ემსხვერპლა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ორივე პილოტი ნასვამი იყო.