ავღანეთის სამხედრო ძალებსა და თალიბანის დაპირისპირების დროს, Reuters-ის ჟურნალისტი, დანიშ სიდიკი მოკლეს. ის პაკისტანის საზღვართან ახლოს, გამშვებ პუნქტთან დაიღუპა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
სადიკიმ ავღანეთში მიმდინარე პროცესების გაშუქება დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო. იქამდე, ჟურნალისტმა ხელმძღვანელებს აცნობა, რომ მკლავში იყო დაჭრილი, თუმცა, ამის შემდეგ, თალიბების შეტევა განმეორდა.
2018 წელს, სადიკი იყო Reuters-ის ფოტოგრაფთა გუნდის წევრი, რომელმაც, როჰინჯას ეთიკური ჯგუფის წარმომადგენელ ლტოლვილთა შესახებ მომზადებული დოკუმენტური მასალისთვის, პულიცერის პრემია მოიპოვა.
ჟურნალისტი წარმოშობით ინდოეთიდან იყო.