შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს უმასპინძლა. ამის შესახებ BBC წერს.
ლიდერების მოლაპარაკების მთავარი თემები: სამხრეთ ნაკადის გაზსადენი, რუსეთის მხრიდან კიბერშეტევები, უკრაინის საკითხი, კლიმატის ცვლილებები და კოვიდპანდემია იყო.
პირადად შეხვედრამდე ბაიდენმა მერკელს, „როგორც პირადი მეგობარი, ასევე შეერთებული შტატების დიდი მეგობარი“ უწოდა. დიდი ალბათობით, ეს მერკელის ბოლო ოფიციალური ვიზიტია შეერთებულ შტატებში, რადგანაც 15-წლიანი მმართველობის შემდეგ, ის შემოდგომაზე დატოვებს თანამდებობას.