უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარვადგინე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება. მადლობა შსს-ს გუნდს ერთობლივი საქმიანობის წლებისთვის“, - ნათქვამია ავაკოვის განცხადებაში, რომელსაც უკრაინის პარლამენტი სავარაუდოდ 14-15 ივლისს განიხილავს.
არსენ ავაკოვი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2014 წლის 27 თებერვლიდან იკავებდა.