ინდოეთში მეხის დაცემას 11 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში მეხის დაცემას 11 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში 11 ადამიანი, რომლებიც წვიმაში სელფებს იღებდნენ, მეხის დაცემას ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გარდაცვლილები ჯაიპურში, ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობის, ამერის ფორტის კოშკზე იყვნენ ასულები და წვიმაში ფოტოებს იღებდნენ. მეხის დაცემის დროს კოშკზე 27 ადამიანი იმყოფებოდა, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, კოშკი პოპულარული ტურისტული ადგილია. მათივე ცნობით, გარდაცვლილთა უმეტესობა ახალგაზრდაა.