კუბის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში ხელისუფლების წინააღმდეგ მრავალათასიანი აქციები გაიმართა. ამის შესახებ BBC წერს.
დემონსტრანტები თავისუფლებას, დემოკრატიასა და კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ უფრო გადამწყვეტ ზომებს მოითხოვენ.
კუბაზე ანტისამთავრობო გამოსვლები იშვიათია. მსგავსი აქციები ქვეყანაში თითქმის 30 წლის წინ გაიმართა.