ეთიოპიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

ეთიოპიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

აბი აჰმედი, რომელიც 2018 წლიდან, ეთიოპიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ქყვეყნის პრეზიდენტი გახდა, - ამის შესახებ BBC წერს.

მისმა „კეთილდღეობის პარტიამ“ არჩევნებში დიდი უპირატესობით მოიგო. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მოსახლეობის მეხუთედმა არჩევნებში მონაწილეობა ქვეყანაში არსებული არეულობისა და ლოგისტიკური პრობლემების გამო ვერ შეძლო.

ამასთან, კენჭისყრა არ ჩატარებულა ომისგან განადგურებულ ტიგრაის რეგიონში, სადაც უამრავი ადამიანი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.

ახალი მთავრობა, სავარაუდოდ, ოქტომბერში ჩამოყალიბდება. ამ დრომდე, ქვეყნის პრეზიდენტი საჰლე-ვორკ ზევდე იყო.