ჰაიტის ხელისუფლებამ პრეზიდენტ ჟოვენელ მოიზის მკვლელობის შემდეგ აშშ-სა და გაეროს ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჯარების შეყვანის თხოვნით მიმართვა. ამის შესახებ ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
ჰაიტის პრემიერის მიერ გაეროს წარმომადგენლობაში გაგზავნილი წერილი 7 ივლისით თარიღდება. გაეროს გენერალური მდივნის აპარატში აცხადებენ, რომ ჰაიტის ხელისუფლების მიმართვას სწავლობენ, თუმცა კონტინგენტის გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა მიიღოს.
მანამდე ჰაიტის მთავრობამ ქვეყანაში საკვანძო ინფრასტრუქტურის დასაცავად ჯარების შეყვანა აშშ-ს სთხოვა. ხელისუფლებაში შიშობენ, რომ პრეზიდენტის მკვლელობის შემდეგ დაწყებულმა არეულობამ შესაძლოა ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია გაართულოს.
7 ივლისს ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი სასიკვდილოდ დაჭრეს. პრეზიდენტს საკუთარ რეზიდენციაში შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. ჰაიტის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, კლოდ ჟოზეფმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
ჰაიტის პოლიციის ინფორმაციით, პრეზიდენტის მკვლელობაში კოლუმბიის 26 მოქალაქისა და აშშ-ის 2 მოქალაქისგან შემდგარი წარმოშობით ჰაიტელი აშშ-ის ორი მოქალაქისგან შედგებოდა.