ჯო ბაიდენი: ავღანეთში აშშ-ის სამხედრო მისია 31 აგვისტოს დასრულდება

ჯო ბაიდენი: ავღანეთში აშშ-ის სამხედრო მისია 31 აგვისტოს დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ავღანეთში აშშ-ის სამხედრო მისია 31 აგვისტოს დასრულდება.

„ავღანეთში ჩვენი სამხედრო მისია 31 აგვისტოს დასრულდება. ავღანეთის ბედის განსაზღვრა ავღანელი ხალხის ამოცანაა“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ განაგრძობს ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისთვის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გაწევას.

„ავღანეთში სახელმწიფო მშენებლობით დაკავებას არ ვაპირებდით. ეს ის უფლება და პასუხისმგებლობაა, რომელიც თავად ავღანელებმა უნდა გადაწყვიტონ, რათა თავიანთი მომავალი განსაზღვრონ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

2 ივლისს ამერიკელმა ჯარისკაცებმა და ნატოს ძალების წევრებმა ბაგრამის საჰაერო ბაზა დატოვეს.

1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

„დროა, დასრულდეს ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი. დროა ამერიკული ჯარები ავღანეთიდან დაბრუნდნენ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.