ჰაიტის პოლიციამ ქვეყნის პრეზიდენტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირების ვინაობა დაადგინა. როგორც ჰაიტის პოლიციის ხელმძღვანელმა, ლეონ შარლმა განაცხადა, დაჯგუფება კოლუმბიის 26 მოქალაქისა და წარმოშობით ჰაიტელი აშშ-ის ორი მოქალაქისგან შედგებოდა.
„28 მკვლელი იდენტიფიცირებულია: კოლუმბიის 26 მოქალაქე და წარმოშობით ჰაიტელი აშშ-ის ორი მოქალაქე. კოლუმბიის 26 მოქალაქიდან 15 პირი უკვე აღმოვაჩინეთ“, - აღნიშნა ჰაიტის პოლიციის ხელმძღვანელმა.
აღსანიშნავია, რომ 8 ეჭვმიტანილს პოლიცია ამ დრომდე ეძებს, ხოლო 17 პირი დაკავებულია. სპეცოპერაციისას პოლიციამ 7 ეჭვმიტანილი მოკლა.
7 ივლისს ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი სასიკვდილოდ დაჭრეს. პრეზიდენტს საკუთარ რეზიდენციაში შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს.
ჰაიტის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, კლოდ ჟოზეფმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.