საუდის არაბეთი შეშფოთებულია ირანის მიერ ბირთვული საქმიანობის გააქტიურებით

საუდის არაბეთი შეშფოთებულია ირანის მიერ ბირთვული საქმიანობის გააქტიურებით

საუდის არაბეთი შეშფოთებულია ირანის მიერ ბირთვული საქმიანობის გააქტიურებით, რაც რეგიონულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა განაცხადა.

„საუდის არაბეთი ძლიერ შეშფოთებულია ირანის ბირთვული საქმიანობის გაზრდილი ტემპითა და შესაძლებლობების განვითარებით, რაც არ შეესაბამება მშვიდობიან მიზნებს“, - აღნიშნეს საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

7 ივლისს, ირანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აცნობა, რომ ურანის ლითონის წარმოებას გეგმავს, რომელიც 20%-მდე იქნება გამდიდრებული. თეირანში აცხადებენ, რომ ლითონის წარმოება რეაქტორების საწვავისთვის არის საჭირო.

აღნიშნული გეგმის განხორციელება 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების პირობების დარღვევას ნიშნავს. შეთანხმება ურანის ლითონზე ყოველგვარ სამუშაოს კრძალავს, ვინაიდან ის შესაძლოა, ბირთვული ბომბის ბირთვის დასამზადებლად იქნას გამოყენებული.