ლიეტუვაში ვიზიტით მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
„უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა ურყევია. რეფორმები, რომელსაც უკრაინა ახორციელებს, აუცილებელია. ჩვენი დემოკრატიული ღირებულებები გვაერთიანებს. ევროკავშირი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს უკრაინასთან ურთიერთობას“, - დაწერა შარლ მიშელმა Twitter-ზე.