სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ნიკოლ ფაშინიანი 7 ივლისს სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრება.
ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
მხარეები რუსეთ-სომხეთის სტრატეგიული დღის წესრიგის საკითხებსა და 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების განხორციელების პროცესს განიხილავენ.