ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთში ესტონეთის კონსულის დაკავებას პროვოკაციად მიიჩნევს. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აარი ლემიკმა განაცხადა.
„კონსული სანქტ-პეტერბურგის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდა. შეხვედრის შემდეგ, ის რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. ის მნიშვნელოვანი მასალების მითვისებაში დაადანაშაულეს. მსგავსი ინციდენტი ცხადყოფს, რომ რუსეთმა კონფრონტაციის გზა აირჩია ევროკავშირთან ურთიერთობებში. ეს კიდევ ერთი მაგალითია, რომ რუსეთი თავის მეზობლებთან კონსტრუქტიულ ურთოიერთობებში დაინტერესებული არ არის. ჩვენ ვგმობთ რუსეთის ქმედებებს. ეს არაკანონიერი და პროვოკაციული ქმედებაა და ზიანს აყენებს ევროკავშირს“, - აღნიშნეს ესტონეთის საგარეო უწყებაში.
ესტონეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ესტონელი კონსული 1.5 საათის განმავლობაში იყო დაკავებული.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსხურმა სანქტ-პეტერბურგში ესტონეთის კონსული, მარტა ლიატე დააკავა.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აღნიშნავენ, რომ ესტონეთის კონსული მაშინ დააკავეს, როდესაც ის რუსეთის მოქალაქისგან დახურული ხასიათის მასალებს იღებდა.