აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტმა აშშ-სა და ბელორუსს შორის სამგზავრო ფრენების ბილეთების გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
შეზღუდვები ეხება ტრანზიტულ რეისებსაც. გამონაკლისია მხოლოდ ჰუმანიტარული მიზეზით, ასევე აშშ-ის ეროვნულ ინტერესებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფრენები. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბელარუსს შორის ფრენების შეზღუდვა ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის ინტერესებშია.
ბილეთები გაყიდვების აკრძალვა და ფრენების შეზღუდვა იმ სანქციების პაკეტში შედის, რომელიც აშშ-მა ბელარუსს „რაინეარის“ თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტის გამო დაუწესა.
აღსანიშნავია, რომ Ryanair-ის რეისის ინციდენტთან დაკავშირებით აშშ-ის ხელისუფლებამ ბელარუსთან ორმხრივი ავიამიმოსვლის შესახებ შეთანხმების მოქმედება უკვე შეაჩერა.
23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.
24 ივნისს ევროკავშირმა ბელარუსს ეკონომიკური სანქციები დაუწესა.