ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინასთან საზღვრის სრულად ჩაკეტვის განკარგულება გასცა.
„უკრაინიდან ბელარუსში დიდი ოდენობით იარაღი შემოდის. ამიტომაც სასაზღვრო ძალებს უკრაინასთან საზღვრის სრულად ჩაკეტვა დავავალე“, - აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანაში „მძინარე“ ტერორისტული ქსელი გამოავლინეს.
„დღეს გამოვავლინეთ „მძინარე“ ტერორისტული ქსელი, ე.წ. თავდაცვის რაზმები. ამ ქსელის მიზანი საჭირო მომენტში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა“, - აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.
ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, აღნიშნული ქსელის უკან გერმანია, უკრაინა, აშშ, პოლონეთი და ლიეტუვა დგას.
.